|
2019-07-24 13:00:20, 1538 ნახვა
კომენტარი
ხუხაშვილი: ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკაში ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს, რაც „ოცნებისთვის“ ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის მადრი ჯაფარიძის გენერალურ პროკურატურაში დაბარებას და მათთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება. როგორც ხუხაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ხაზარაძის საქმეს სამი განზომილება აქვს: "1. პოლიტიკური ა) გრძელვადიანი - ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკურ ბაზარზე მთლიანად ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს, რაც ხელისუფლებისთვის ფაქტიურად ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია; 2. ბიზნესი და უსაფრთხოება - ანაკლიის კონსორციუმმა საბოლოოდ “დალია ჩაილურის წყალი” 3. სამართლებრივი - “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე” დავა შეიძლება ორ შემთხვევაში. თუ საქმე გვაქვს შავი ფულის გათეთრებასთან, რაც ამ შემთხვევაში სრული აბსურდია. ან, თუ ფული მოიპარე და მიითვისე. მეორე შემთხვევაში უნდა არსებობდეს დაზარალებული. თუ ის არ არსებობს, ესეც აბსურდია. ველოდებით მომჩივანი დაზარალებულის გამოჩენას", - წერს ხუხაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროჯურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს საგამოძიებო უწყებაში არიან დაბარებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)