|
2019-07-24 13:00:00, 1061 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: პოლიტიკური უზნეობაა იმის მტკიცება, თითქოს ზარდიაშვილი ბესელიას უმრავლესობის დაკვეთით დაესხა თავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, მისი თანაგუნდელის ვანო ზარდიაშვილისა და დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას კონფლიქტს გამოეხმაურა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პოლიტიკური უზნეობაა იმის მტკიცება, თითქოს ზარდიაშვილმა უმრავლესობის დაკვეთით ბესელიაზე შეტევა მიიტანა. „ეს პოლიტიკური უზნეობაა და გარკვეულ პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურება. ეს, სამწუხაროდ, დეპუტატებს შორის ასეთი შეძახილების და შეხლა-შემოხლის ეპიზოდები ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას გააჩნია და მე ვფიქრობ, რომ ის მომავალში ან დარეგულირდება ანდა ისეთი გზით გაგრძელდება, როგორიც არა მარტო საქართველოს, არამედ ბევრ დემოკრატიას ახასიათებს. საზოგადოება არის ყველაზე დიდი და ყველაზე მძლავრი ეთიკური საბჭო, რომელიც შეფასებებს მისცემს ყველაფერ ამას 2020 წლის არჩევნების დროს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)