|
2019-07-23 19:28:40, 1572 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: ყოჩაღ „რუსთავი 2“-ს, თურმე ცოცხალ ინფორმაციებს გვაწვდიდნენ „ოცნების“ ყველა შეხვედრიდან
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია "რუსთავი 2"-სთვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. გოცირიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა და ბესელიას ინფორმაციის გატანა არ მოუხდენია. „რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ თურმე ეკა ბესელიას გამოჰქონდა ინფორმაცია "ქართული ოცნების" შეხვედრებიდან, მაშინ ყოჩაღ "რუსთავი 2", თურმე ცოცხალ ინფორმაციებს გვაწვდიდნენ "ქართული ოცნების" ყველა შეხვედრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ და ეს მათ პროფესიონალიზმზე მიუთითებს და ამასაც ვერ ხვდება "ქართული ოცნების" სპიკერები, რომ "რუსთავი 2-ს" ამით მატებენ წონას და ღირსებას. თუმცა რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ წყარო იყო ეკა ბესელია, თუ არა და მას არ მგონია, რომ ასე იყოს იმიტომ, რომ "რუსთავი 2-ს" აქვს უამრავი სხვადასხვა საშუალება ობიექტური ინფორმაციების მოძიებისა და ის არასდროს დაეყრდნობოდა ერთ წყაროს. მაგრამ მათი არგუმენტები, პირიქით, მათ საწინააღმდეგოდ რომ მოქმედებს, ამას ვერ ხვდებიან“, - განაცადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)