|
2019-07-23 19:18:58, 1500 ნახვა
კომენტარი
სოფიო კილაძე ბესელიასთან დაკავშირებით ზარდიაშვილის ეჭვებს იზიარებს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის კომენტარს, რომელმაც დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის დახურული სხდომიდან ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულა, გამოეხმაურა. კილაძე ადასტურებს, რომ მსგავსი ეჭვები მასაც აქვს. „მე ნამდვილად ვადასტურებ, რომ იყო კითხვის ნიშნები უმრავლესობის ერთ-ერთ შეხვედრაზე დასმული ამ კონკრეტული პირის მიმართ კორუფციასთან დაკავშირებით და ეს საკითხი არ გამოვიდა გარეთ. სხვადასხვა საკითხი, რომელიც იმავე შეხვედრაზე იყო დაფიქსირებული, ის საკითხები გარეთ გამოვიდა. რა თქმა უნდა, ბუნებრივად ისმის კითხვის ნიშანი, ვის აწყობდა, რომ ეს თემა არ გამოსულიყო გარეთ და, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არის ცალსახა. საზოგადოება თვითონ გააკეთებს დასკვნას, ვის არ აწყობდა ეს თემა გარეთ გამოსულიყო“,- განაცხადა სოფიო კილაძემ. სოფიო კილაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვინ დაუსვა ეკა ბესელიას კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)