|
2019-07-23 18:17:38, 1576 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ვიზრუნებ, რომ ზარდიაშვილმა პარლამენტარის მანდატი დატოვოს
"ეთიკის საბჭოში ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვების საკითხს დავაყენებ" - ასე გამოეხმაურაა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს, რომელმაც ის "რუსთავი 2"-თან გარიგებაში დაადანაშაულა და „ინფორმაციის გამტანი ვირთხა“ უწოდა. ბესელიას განცხადებით, ზარდიაშვილი „ქართული ოცნების“ სიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძის ხელშეწყობით მოხვდა. „მის ამ ისტერიკაზე მე შეიძლება მქონდეს ერთადერთი რეაქცია - საბრალო ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება ზარდიაშვილისნაირი სპიკერები. ერთი წელი დამსდევდა მე, რომ მას დავლაპარაკებოდი და ლამის ტიროდა და იხვეწებოდა, რომ მე მისთვის სალამი მიმეცა. ეს არის ადამიანი, რომელიც ასეთი უკანონო ჩანაწერების ჩამწერიცაა და გამავრცელებელიც. ყველაფრის მკადრებელია და მე გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს მასზე. ამ არარაობას, მიუხედავად იმისა, რომ არაფრად არ ვთვლი, ამას რომ არ ვაპატიებ, ეს თავისთავად ცხადია. ეთიკის საბჭოში მის მიერ პარლამენტის დატოვების საკითხს დავაყენებ, რომ მას დაატოვებინონ მანდატი, რომელიც ჩინჩალაძის წყალობით მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)