|
2019-07-23 15:38:11, 1519 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - არ ვთვლი, რომ კადრებმა ბესელია მეტად დააზიანა, უფრო პოზიტიური განწყობა მიიღო საზოგადოებისგან
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებამ უფრო მეტად საზოგადოების პოზიტიური განწყობა მოუპოვა, ვიდრე დააზარალა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა ბესელიას მიმართ მორალური დივერსია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა. „ნაცმოძრაობა“ საერთოდ არის, „მაოხრებელი გზირი“. მორალური დივერსია ეკა ბესელიას წინააღმდეგ განახორციელეს იმათმა, ვინც ჩაიწერა ეს 2012 წლის მაისში და ეს მანაც კარგად იცის. თუ ეკა ბესელია თვლის, რომ ამ კადრებმა თვითონ მეტად დააზიანა, მე არ ვთვლი. თვითონ უფრო მეტი პოზიტიური განწყობა მიიღო საზოგადოებისაგან, ვიდრე ეს გუშინ და გუშინწინ ჰქონდა. მით უმეტეს, თუ ეგეთი ბრალდებებით, ცრუპენტელობით და ტყუილებით სახელმწიფოს მიმართ არის სერიოზული სტრატეგიული ომი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. თუ მაია ცქიტიშვილი ამბობს დამღლელია, მე სხვა სიტყვით ვიტყვი, რომ არ არის საჭირო. ეს ბევრ ადამიანს აყენებს კიდევ ტკივილს, მათ შორის, მისი ოჯახის წევრებს. საზოგადოების განწყობა მის მიმართ, ამ ასპექტში, რასაც ქვია მორალური მხარდაჭერა, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის, არ არის ორაზროვანი. მით უმეტეს თუ დაიჭირეს, მით უმეტეს, თუ ბევრია დაკავებული გავრცელებისათვის და მითუმეტეს ძალიან კარგად იცის ქალბატონმა ეკამ ვის აწყობს ეს. მაოხრებელი გზირი უნდა დავარქვათ იმ ძალას, რომელიც ამას იღებდა და რომელიც დღეს ამას აწყობს იმისათვის, რათა ასეთი დამაზიანებელი განცხადებები კეთდებოდეს ხელისუფლების მისამართით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ „TV პირველთან“ საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)