|
2019-07-19 18:17:37, 3418 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი R2-ზე: როცა ივანიშვილს სასამართლოზე კონტროლი აღარ ექნება, გადაწყვეტილება შეიცვლება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. სააკაშილი მადლობას უხდის ტელეკომპანიის ჟურნალისტებს და ამბობს, რომ “ოლიგარქი ვერ გაგაქრობთ ფიზიკურად, ვერ მოგისყიით და ვერ ჩაგაკმენდინებთ ხმას“. “მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იპოვით გზას, რომელიც გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებდით აქამდე. ხალხს სჭირდებით თქვენ, როგორც არასდროს, ძალიან ძლიერად და ახლა, ალბათ, მეტად, ვიდრე ადრე. შემდეგი მომენტი არის ის, რომ აქ ევროპაზე საუბარი ზედმეტია, უბრალოდ ევროსასამართლომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა იმას, რაც უკვე სასამართლო წესით გააკეთა ივანიშვილმა, რა უბედურებაც მან ჩაიდინა ე.წ. ქართულ სასამართლოში. მაგრამ იმ მომენტიდან, როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ძალიან მალე, როგორც კი მისი კონტროლი აღარ იქნება სასამართლოზე – ეს უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ახლა ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს მომენტი, როდესაც ივანიშვილი მოშორდება საქართველოს, რომელზეც არის ჩამობღაუჭებული, ძალიან მალე დადგეს. და ეს მომენტი გპირდებით, ძალიან მალე დადგება“, - აღნიშნა სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)