09:57 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-18 10:57:56, 7836 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა.

საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს მონაწილეობას ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან კონტრიბუციას მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობას.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი და ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი, გუსტავ ვრომენი დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics