|
2019-06-27 22:46:38, 1688 ნახვა
კომენტარი
გახარია: მოლაპარაკების მცდელობა იყო - ვცდილობდით სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო
„მოლაპარაკებების მცდელობა იყო - ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ვითარების დეესკალაციის მცდელობისა, აქციაზე 22:00 საათის შემდეგ, პროცესის მართვა უკიდურესად გართულდა. „რაც შეეხება მოლაპარაკებების მცდელობას, დიახ, ასეთი ფაქტი იყო. აქ იყო დაკავშირებული ყველაფერი იმასთან, რომ იყო მაქსიმალური მცდელობა, მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია. ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო და პროცესის მართვა იყო უკიდურესად რთული. რა თქმა უნდა ყველა შესაძლებლობა და მზაობაც იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო პროცესის დეესკალაცია ძალადობის კონტექსტში, იმიტომ რომ ეს იყო რამდენიმე ძალადობრივი შტურმი, რომლის დროსაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო“,- განაცხადა შს მინისტრმა. მანვე განმარტა, რომ სამართალდამცველებმა ქვეყანაში ძალადობრივი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს. „ეს იყო მცდელობა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ძალადობრივად სახელმწიფო ინსტიტუტის შესაბამისად ხელისუფლების ჩაგდების. ამ ყველაფრის დაგეგმვის პროცესი პირდაპირ ეთერში ჩანდა. მოწოდებებს ვინ ახორციელებდა, ესეც ჩანდა. იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მოუწოდებდნენ ხალხს, სხვადასხვა სიტყვებით. აშკარად ჩანდა მცდელობდა სამართლებრივი პასუხისმგებლობის არიდების. ეს იყო მშვიდობიანი აქცია 10 საათამდე. ადამიანები კონკრეტულად, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ ამ პოლიტიკური მოთხოვნის შესრულების ან არ შესრულების პირობებში, ჩვენ არ უნდა ვიდგეთ აქ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში, რასაც შემდგომ მოჰყვა როგორც ვიზუალურად, ასევე ვერბალურად მოწოდება გარკვეული ჯგუფების მიმართ, რომლებმაც ორგანიზებულად მიიტანეს შტურმი პოლიციაზე პარლამენტში შეჭრის მიზნით. ეს ხომ ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში?“,- აღნიშნა შს მინისტრმა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)