|
2019-06-27 20:59:21, 1588 ნახვა
კომენტარი
გახარია - პოლიციის დელეგიტიმაციას და სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას არ დავუშვებ!
„როდესაც ვიღაც ცდილობს, მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას, რა თქმა უნდა, მე ამას არ დავუშვებ“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მისი პასუხისმგებლობის თაობაზე. როგორც გახარიამ განმარტა, თუ დადგინდება, რომ აქციის დაშლისას სისტემურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, პასუხიმსგებლობას აიღებს. „ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის ის, რომ ამ უწყებამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ, ღირსეულად გაუძლოს იმ გამოცდას, რომელიც ჩვენ მოგვიწია შეგვესრულებინა იმ ღამეს. იმ შედეგს, რაც ჩვენ მივიღეთ, იმ პრობლემებით რაც არის, თვალი უნდა გავუსწოროთ და ვუპასუხოთ, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. მაშინ როდესაც ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ამ ღონისძიებაზე პასუხს ვაგებ მე, რა თქმა უნდა მე ვიქნები აქ, სანამ უსაფრთხოდ და ლეგიტიმური სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე არ დავინახავ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი. ისევე როგორც ამ გამოძიების შედეგად აგერ ვარ და ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ვაგებ. ის, რაც მოხდა, იქ თუ სისტემური პრობლემა სამართლებრივ პროცედურებში არ არსებობდა, ამასაც თავისი პოლიტიკიური შედეგები უნდა მოჰყვეს. თუ დადგინდება, რომ იქ იყო სისტემური დარღვევები, რა თქმა უნდა ეს ჩემი პასუხისმგებლობაა. თუმცა არის პოლიტიკური კომპონენტი და როდესაც ვიღაც ცდილობს, მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას, რა თქმა უნდა, მე ამას არ დავუშვებ“, - განაცხადა გახარიამ.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)