|
2019-06-27 19:24:53, 1208 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ენმ-ზე: ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებში "ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს. როგორც პრემიერმა დღეს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, მოქალაქეებმა რუსი დეპუტატების ვიზიტთან და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებასთან დაკავშირებიტ გულრწფელი პროტესტი ჰქონდა, თუმცა "ნაცმოძრაობამ" ეს პროტესტი სათავისოდ გამოიყენა. "7 წელია, ისინი ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას და ხალხს. ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ ჩვენ ფეხი დაგვიცდა. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ქართველისთვის. ერი რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის მთავარი ფასეულობისთვის - თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი. ამან გამოიწვია გულწრფელი პროტესტი ჩვებს მოქალაქეებში და თითოეული ჩვენთაგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული. ჩვენ იმავე დღეს მივეცით ამას ძალიან მკაცრი რეაქცია. ეს ასამბლეა თუ კონფერენცია იქნა შეწყვეტილი და ყველა დელეგაციამ დატოვა თბილისი. შემდეგ, საღამოს, ჩვენ ამავე დროს ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენი მოქალაქეების. ამავე დროს ვიხილეთ, რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ყველამ დაინახა, რომ ეს ძალა ცდილობდა თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა ეს პროტესტი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
გაუპატიურების ბრალდებაზე პენიტენციური დეესკალაციის ოთახში გადაღებულ კადრებს ავრცელებს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)