|
2019-06-27 19:21:42, 1235 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოებას ჩემს წლიურ ანგარიშზე მეტად, ბოლო დროის მოვლენები აინტერესებს
ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოებას ჩემს წლიურ ანგარიშზე მეტად, ბოლო დროის მოვლენები აინტერესებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა განმარტა თუ რატომ გადაიდო დღეს მისი წლიური სამთავრობო მოხსენების წარდგენა და აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს მივიდეს პარლამენტში. „ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობაში თუ სხვა მიმართულებით, ეს არ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც დღეს არის ჩვენთან. აქედან გამომდინარე, მე მივიღე გადაწყვეტილება ჩვენ კოლეგებთან ერთად, მე მზად ვარ ნებისმიერ დროს საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად, მივიდე ჩემს კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში. ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე. დღეს, რაც აინტერესებს ჩვენ საზოგადოებას არის ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რომ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რეალური სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა პრემიერმა.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)