|
2019-06-27 17:29:14, 1260 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი მელიას საქმეზე: მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის
სასამართლო დამოუკიდებელია და ის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება. მათიკაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. „სასამართლო არის დამოუკიდებელი, ის დამოუკიდებლად იღებს გადაწვეტილებას, როგორც საზოგადოებამ ნახა მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და სპეციალური ღონისძიების შეფარდება,რაც გულისხმობს დაახლოებით იგივეს, რაც არის შინაპატიმრობა. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ პროკურატურის მიზანი, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს ნიკანორ მელიამ არ მოახდინოს ზემოქმედება მოწმეებზე, არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის საქმის გამოძიებას, მიღწეულია. პარალელურად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების ეს ლეგიტიმური მიზანი შესაძლებელი იყო მიღწეულიყო ისე, რომ არ გამოყენებულიყო პატიმრობა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა , რომ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება და აქ არანაირ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ან განაჩენზე საუბარი არ არის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)