|
2019-06-27 14:37:10, 1413 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - მელიას საქმით ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაიხადა
მორალურად ადგნენ და ჩაიხადეს ბოლომდე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ენმ-ს წევრის, ნიკა მელიას საქმე სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. უგულავას შეფასებით, აღნიშნული საქმე და ის რასაც პროკურატურა ნიკა მელიას ედავება „შეკერილია“ და წარმოუდგენელი რაღაცეები წერია. „ივანიშვილმა გადაწყვიტა ადგილზე არსებული ყველა ლიდერის პარალიზება, განეიტრალება გააკეთოს იმიტომ, რომ დაინახა ერთი რამ, რომ სინერგიის შემთხვევაში ის წააგებს არჩევნებს და დათმობს მორალურ უპირატესობას. მე ვნახე ის საქმე, რომელიც მელიას წინააღმდეგ არის შეკერილი. სასაცილოა იქ რაც წერია. წარმოუდგენელი რაღაცა. მთელი საქმე აგებულია სამი პოლიციელის და ორი ვითომ ჟურნალისტის ჩვენებაზე. აქედან ეს ჟურნალისტი იძახის, რომ მე ვარ უმუშევარი და მეგობარს წავყევი აქციაზე სამუშაოთი. შემდეგ ათას რაღაცას ჰყვება რომ თათბირი იყო და ვარდების რევოლუცია დაიგეგმა და მე ჩემს მოვალეობად ჩავთვალე შემეტყობინებინა... პატაკია ჩვეულებრივი, სუს-ის აგენტის პატაკი წერია იქ. მაშინ როდესაც ყველაფერი პირდაპირ ეთერში მიდიოდა. მთელმა საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა. იქ თან ისეა გაკეთებული რომ როგორც გინდა ისე გააკეთებ. გინდა რომ მელია დაიჭირო, მელიას დაიჭერ. გინდა რომ აგერ პროფესორი რატიანი დაიჭირო, პროფესორ რატიანს დაიჭერენ... ნებისმეირს მოკლედ. მორალურად ადგნენ და ჩაიხადეს ბოლომდე და თავისი საბჭოთა საზიზღარი კოლექტიური სახე წარმოაჩინა ქართული ოცნების უმრავლესობამ“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)