10:30 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 14:27:44, 1311 ნახვა

პოლიტიკა
მელია: ჩემი დაპატიმრება გამოიწვევს ქარს, რაც ქარიშხალი გახდება

 „ჩემი დაპატიმრება გამოიწვევს ქარს, რაც ქარიშხალი გახდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა მელიას შეფასებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აგონიაში იმყოფება.

„ჩემი დაკავება ქარს დათესავს, რაც ქარიშხალს გამოიწვევს. ტემპერატურას ბიძინა ივანიშვილი თავად სწევს. დაკავება იქნება უკანონო, მაგრამ არ დაკავება ყველას გვაფიქრებინებს, რომ გუშინდელი დღე იყო წარმოუდგენლად უკანონო აქტი. ივანიშვილი არის დამარცხებული, აგონიაში მყოფი ადამიანი, გუშინ მან დაკარგა ყველაზე ძვირფასი მისთვის, დაკარგა ფული. მისმა ფულმა დაკარგა მყიდველუნარიანობა. როგორც გაუუფასურდა ბევრ ჩვენს მოქალაქეს ქილაში შენახული ფული, გუშინდელმა დღემ მას ეს შედეგი მოუტანა, ფული საბანკო ანგარიშზე დარჩა, მაგრამ ამ ფულით პროცესებს ვეღარ უძღვება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics