10:31 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 12:33:58, 1251 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: პრემიერმა იმ დარბაზში შესვლა ვერ გაბედა, სადაც გავრილოვი იჯდა - ხვალ გახარიას თეთრი რაშით შემოიყვანენ

ივანიშვილის მოციქულმა პრემიერმა, იმ დარბაზში შესვლა ვერ გაბედა, სადაც გავრილოვი იჯდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა პრემიერი „გადამალა“.

„პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედა მოსვლა, პირდაპირ არის ეს კანონის დარღვევა. ვერ გაბედა იმიტომ, რომ რა სინდისით უნდა შემოსულიყო ამ დარბაზში, სადაც ერთი კვირის წინ იყო გავრილოვი, სადაც გუშინ ჩაიდინეს საშინელი უკანონობა, პრაქტიკულად პოლიტიკური რეპრესიების სტარტის მიცემა დაანონსდა ამ დარბაზში. პრემიერს, რომელიც ფაქტობრივად არის ივანიშვილის მოციქული და ფორმალურად ჰქვია მას პრემიერი, ძალიან გაუჭირდებოდა იმ უმძიმეს კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც დაგროვდა საზოგადოებაში. გარდა ამისა, დღეს დაინიშნება სულ მალე სასამართლო, რომელიც არის ივანიშვილის ჯიბის სასამართლო და ბუნებრივია, გადაწყვეტილება ის იქნება რასაც უბრძანებს ივანიშვილი.

როგორც ჩანს, აქვთ ჩანაფიქრი, რომ პრემიერის გადამალვით, ხვალ აქ თეთრი რაშით შემოიყვანონ გიორგი გახარია და გიორგი გახარია წარმოაჩინონ ხელისუფლების მთავარ სახედ  და უნდათ ამ დარბაზში ჩამორეცხონ ის სისხლი, რომელიც მან დააყენა ქუჩაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი ყოველწლიური ანგარიშით მიმდინარე სასესიო კვირაში აღარ  წარდგება. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არსებულ ვითარებაში, სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაციები გაიმართება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics