|
2019-06-26 19:06:03, 1534 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი: „ევროპული საქართველო“ აქ არ ზის, რომელიც აქციაზე ყველაფერს მელიას ტრა*ით აკეთებდა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებაში რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. ნაცვლიშვილის განმარტებით, მიუღებელია რომ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ნიკა მელია მარტო დატოვეს. „ზოგადად, ძალიან მძიმეა ის ვითარება, როდესაც პარლამენტი ჩადგა იმ რეჟიმში, როდესაც მან ადამიანის თავისუფლება/ართავისუფლებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს თვითონ ამ გადაწყვეტილებას ართულებს. მაგრამ მე ზოგადად მირთულებს გადაწყვეტილებას ისიც, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი. მესამე და ყველაზე უფრო მე ამ გადაწყვეტილებას მირთულებს ის, რომ „ევროპული საქართველო“ დღეს აქ არ ზის. მე არ ვლაპარაკობ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, იმიტომ, რომ ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, ნიკა მელიას „ტრაკით“ აკეთებდნენ ყველაფერს იმ დღეებში. ისინი დღეს არ ზიან და ნიკა მელია მათ დღეს მიატოვეს. ეგ არის სამწუხარო. ბოდიშს ვიხდი საზოგადოების წინაშე ამ ცუდი სიტყვის გამოყენებისთვის, აქედან გამომდინარე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ პოლიტიკურად ვერ დავამარცხეთ“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)