|
2019-06-26 18:40:58, 1991 ნახვა
პოლიტიკა
„ისტორიაში ჩაიწერება, რომ პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს“ - კვიციანი მელიას პატიმრობას არ ეთანხმება
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ არის საჭირო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას დაპატიმრება. კვიციანმა პროკურატურის წარმომადგენელს მიმართა, თუ არის შესაძლებელი რომ დეპუტატებს, ვისაც სურვილი აქვთ მელიას ჩაუდგნენ თავდებში?! „ჩვენ 21-ში ვიხილეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ამბობდნენ ასეთ ფრაზას: „ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება“, გახსოვთ ალბათ ამ ფრაზის ავტორი, ქვეყნის გამყიდველი, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც არ სჭირდება არც იმუნიტეტის ჩამორთმევა და არც არაფერი. რატომ არ არის დაკითხული?! რაც შეეხება, ნიკანორ მელიას, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მაგაზე, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. დღესაც აგერ მოვიდა, ზის და უყურებს ამ ყველაფერს. ანუ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ არ გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი, რომ მაგისი პატიმრობაში ყოფნა, ეგ მაინტერესებს ძალიან. თუ არის საშუალება იმისი, რომ დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნება თავდებში ჩაუდგეს ნიკანორ მელიას?! ან შიდა პატიმრობა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს. რადგანაც მივიღეთ და დასვით აქ, ახლა კეთილი ინებეთ და კოლეგიალობა დავიცვათ. 57 ათასი გამოუძიებელი საქმე გაქვთ პროკურატურაში“, - აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)