|
2019-06-26 18:29:39, 1732 ნახვა
პოლიტიკა
„თანაგუნდელებმა მიგატოვეს“ - მელია სხდომას, სადაც მისი მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ, მარტო ესწრება
პარლამენტის პლენარულ სესიაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას სადეპუტოტა იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ. სხდომას "ნაციონალური მოზრაობის" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან. სასესიო დარბაზში ნიკა მელია მარტო, თანაგუნდელების გარეშე ზის. მას სიტყვით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მიმართა: "ნიკა მელიას მივმართავ. ბატონი ნიკა თქვენ და თქვენს მეგობრებს, დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ ორნაირად გემოქვედათ. ერთი ეს იყო, ისე მოქცეულიყავით, როგორც ახლა იქცევით და ამის პიარული დაგეგმვის საბოლოო შედეგი ყოფილიყო რომ ხალხს შეცოდებოდით, გასაგებია და მეორე, მოსულიყავით თქვენ და თქვენი კოლეგები, რომლებიც დღეს ისხდნენ იქ და არგუმენტები არ ჰქონდათ, და არგუმენტებით ენახებინათ საქართველოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის თქვენი არგუმენტების სიმყარე. მაგრამ მათ მიგატოვეს, იმიტომ, რომ დღეს ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკუროი მესიჯებით და არ მგონია, რომ პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდეთ, რომ თქვენ დაგიცვან სათანადოთ. ამიტომ, ნუ შეაფასებთ, მათ პიარ სვლას სწორად, სადაც მიგატოვეს, იმიტომ რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოს. ეს არ არის სწორი მათი მხრიდან. თქვენზე არაფერს არ ვამბობ, ადამიანურად მესმის და გავიგე ყველაფერი. აქ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ადამიანურად ვფიქრობთ და მათ მიგატოვეს და არგუმენტები არ წარმოადგინეს", - მიმართა მდინარაძემ მელიას.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)