|
2019-06-26 17:39:31, 1600 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - პარლამენტს ნიკა მელიასთვის განაჩენი არ გამოაქვს, გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის აღკვეთ ღონისძიების შეფარდებას პარლამენტი არ იღებს. ვოლსკის თქმით, ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. „არც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, არც პლენარულზე არ მიიღება რამე განაჩენი ან გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა დამნაშავე. გადაწყვეტილება მიიღება, თუ როგორც გააგრძელოს პროკურატურამ გამოძიება, როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე, არა იმუნიტეტის მქონე ადამიანზე. სასამართლო დავა თუ გაიმართება, უდანაშაულობის პრეზუმცია დაცულია. პროკურატურა თხოულობს, რომ დააყენოს სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხი. ის არ თხოულობს ჩვენგან დავადასტუროთ ან უარვყოთ ნიკა მელიას დანაშაული. პოლიტიკური ნიშნით დაკავება იყო, მაშინ როცა ირაკლი ბათიაშვილი დააკავეს სატელეფონო სიტყვისათვის და ახლომახლოშიც არ იყო კოდორის ხეობასთან. სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუხლით წაუყენეს ბრალი და 7 წელი მიუსაჯეს. ეს ის შემთხვევა არაა და პერიოდი არაა, როცა ადამიანს შეგიძლია პატიმრობა ასე ხელაღებით მიუსაჯო. თუ პროკურატურას უნდა რომ სასამართლოში შევიდეს ასეთი აღკვეთი ღონისძიების გამოყენება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა და სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არ სამართლებრივი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)