|
2019-06-26 14:44:42, 1186 ნახვა
პოლიტიკა
„მელიას საქმეზე მოწმეების უმრავლესობა სახელმწიფო სამსახურში მუშაობს“ - დეპუტატი სიას ასაჯაროვებს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია იმ მოწმეთა სიას ავრცელებს, რომლებიც დეპუტატის, ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებენ. ნაყოფიას ინფორმაციით, მოწმეთა უმრავლესობა სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, რაც დეპუტატის შეფასებით, მათი მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვს აჩენს. „აბსოლუტურად არ მიმაჩნია და ალბათ არავინ არ დაიჯერებს, რომ ის, რაც ნიკა მელიას ბრალდებამ წაუყენა, სამართალთან რამე საერთო აქვს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ერთი პოლიტიკური გუნდის და ანგარიშსწორება ნიკა მელიასა და ოპონენტებზე. მე მაქვს თქვენთან, ბატონო ბრალმდებელო რამდენიმე კითხვა. პირველი: რატომ არ აძლევთ მტკიცებულებებს ადვოკატს და მეორე: ის ვითომ მოწმეები იცით თუ არა ვინ არიან? თუ არ იცით, მე გეტყვით: დავით ბარამაშვილი - სუს-ის თანამშრომელი, სანდრო ბარამაშვილი - შსს-ს თანამშრომელი, ალექსი ბუიშვილი - ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ირაკლი შაიშმელაშვილი - თავდაცვის სამინისტრო, ნათია ბერიძე - რომელიც აქტიურად იყო ჩართული 2018 წელს არჩევნებში, თქვენი კომისიის თავმჯდომარე თუ მოადგილე ერთ-ერთ რაიონში, ამავე დროს ბაღის თანამშრომელი. რა არის ეს, ეს არიან მოწმეები? ეს არიან მელიას მომხრეები, რომლებიც იქ იდგნენ და რომლებზეც მან უნდა მოახდინნოს შემდგომში ზეწოლა? კოლეგებო, ნუ გავხდებით შარიკოვები და ნუ გავხდებით შმონდერები“, -განაცხადა კობა ნაყოფიამ. დეპუტატის ამ სიტყვებს დარბაზში ხმაური მოჰყვა და რამდენიმე დეპუტატს შელაპარაკება მოუვიდა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ორი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობს.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)