|
2019-06-26 13:03:07, 1113 ნახვა
პოლიტიკა
კოპალიანი გოცირიძეს: ცინიკოსობას თავი დაანებე, თორემ თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან
„2012 წლიდან ვამბობდი ამას, რომ ასეთ ადამიანებთან კოჰაბიტაცია და ლაპარაკი შეუძლებელია. ეს ის ხალხია, რომელსაც ჭირივით ეზარება საკუთარი საზოგადოება. პატარა ბიჭებს მიუშვებენ სახელმწიფო შენობაზე და მერე თვითონ ვირთხებივით იმალებიან“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა ოპონენტებს მიმართა. უმრავლესობის წევრს ენმ-ს წევრმა ბოკუჩავამ საუბარი შეაწყვეტინა და სხდომის წამყვანებს მიმართა: „ეს კომუნისტი რომ არ ალაპარკოთ არ შეიძლება?! გავრილოვის პარტიის წევრს ალაპარაკებთ ახლა თქვენ. მიუხედავად ამისა, კოპალიანს საუბარი არ შეუწყვეტია. „თქვენთვის რუსეთი მიუღებელია ამ შემთხვევაში, მაგრამ ივანოვი რომ შემოგიძღვათ ამ შენობაში, მაშინ მისაღები იყო. ივანოვი არ იყო 2003 წელს თქვენს გვერდით?! თქვენ ხართ რუსეთის აგენტები. თქვენ ხართ ის ადამაინები, ვინც დღენახევარში ჩააბარეთ საქართველო რუსეთს. „თეთრი საროჩკიანების რევოლუცია“ მოგინდათ თქვენ. ეგრე არ გამოვა. თქვენ ჩვენს ქვეყანას აღარ დაგანგრევინებთ. კაცებო გააჩერეთ ეს ქალი(თინა ბოკუჩავა)“, - განაცხადა კოპალიანმა. ამასთან კოპალიანმა დასძინა: „ცინიკოსობას თავი დაანებე, თორემ თავის გარეშე გახვალ ამ დარბაზიდან. გოცირიძეს ვეუბნები“. შემდეგ კი უმრავესობის წევრმა საუბარი გააგრძელა. „როდის დამთავრდება ამ ადამიანების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებები, 9 წელი დედას რომ ტირობდნენ ამ ქვეყანას. 7 წელი გავიდა. როდის დაბრუნდება ქონებები, როდის გასამართლდებიან ის ადამიანები, ვინც „კასტილებით“ აუპატიურებდა ადამიანებს. ამათ იციან ბესო ტაბატაძის სახელი და გვარი, ცალი თვალით რომ დადის დღესაც? გაგიგიგათ ასათიანი და კვინტრაძე, რომლებიც მაღაზიის თავებზე შემოდეთ? ორ „ტრუპს“ ვერ ცდებით ხომ ხედავთ თქვე საცოდავებო“, - მიმართა კარლო კოპალიანმა ოპოზიციას. შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)