|
2019-06-26 12:16:10, 1450 ნახვა
პოლიტიკა
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში გრძელდება - ირმა ნადირაშვილმა სოფო კილაძისკენ გაიწია
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისიპირების მიზეზი სოფო კილაძის განცხადება გახდა, რომლის დროსაც მან "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი რეჟიმი გაიხსნა. „რომელ ადამიანის უფლებებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, მორალური დისკომფორტი არ გექმნებათ? არ მოგიხდიათ ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ და არც ერთ ნაწამებ ადამიანზე, გაუბედურებულ ადამიანებზე, სირცხვილია, სირცხვილი“, - აღნიშნა კილაძემ ამ განცხადებამ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი გააღიზიანა. დეპუტატი ადგილიდან წამოხტა და სოფიო კილაძესთან მისვლას შეეცადა, თუმცა ამის საშუალება მას არ მისცეს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნადირაშვილს რამდენჯერმე მოუწოდა „წესიერად მოქცეულიყო“. „დღეს რა ხდება, სოფო კილაძეზე გაქვთ დაგეგმილი შტურმი თუ რა ხდება?!“, - განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ორი კომიტეტის სხდომა მინდინარეობს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)