16:10 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 13:07:31, 1275 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: არავინ არ ეკიდება სკამს, სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი, სადაც ვზივარ

ფრაქცია "ქარტული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სწორედ „ნაციონალებს“ ეკისრებათ პასუხისმგებლობა 20 ივლისის მოვლენებზე, რადგან მოსახლეობას პარლამენტის შენობის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდნენ.

„უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით იმ წამსვე ჩავშალე სხდომა, როგორც კი მოვედი, ეს იყო ჩვენი პოზიცია და დღის ბოლოს დუმის დეპუტატები აღარ იყვნენ თბილისში, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას არ დაინახავდა და ამას ის მოაყოლეს, რომ გარეთ გამოსული ახალგაზრდების ნაწილის ემოციებით ითამაშეს და საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ ვნახეთ. ამათ არ უნდათ, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. ვინ მოუწოდებდა აქციაზე ახალგაზრდებს, რომ პარლამენტის შენობა შტურმით უნდა აეღოთ, რა უნდოდათ, მათ ხელისუფლების გადატრიალება უნდოდათ. არავინ არ ეკიდება სკამს. ბოდიში და სულ ფეხებზე მკიდია ის სკამი და ყველაფერიც, სადაც ვზივარ. მაგრამ რეალურად, ამათ უნდათ თავისი და ყველას შვილების მომავალი მოკლან, ასე უნდათ, რომ დაამყარონ დიქტატურა მომავალში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics