|
2019-06-24 12:50:06, 1253 ნახვა
კომენტარი
კალაძე - ბარიერის გაუქმებით პარტიებს ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ მხარდაჭერა ექნებათ, პარლამენტში მოხვდნენ
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს. კალაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ პირობებშიც კი, მნიშვნელოვან მხარდაჭერას მოიპოვებს. „ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბარიერი საერთოდ უქმდება, რითაც ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ვაძლევთ შესაძლებლობას, თუ საზოგადოების მხრიდან ექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა, რა თქმა უნდა, მოხვდნენ პარლამენტში და პარლამენტში დააფიქსირონ თავიანთი ხმა სხვადასხვა საკითხებზე. მგონია, რომ ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს, ეყოლებათ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში. მე მგონია მაინც, რომ პარტია ქართულ ოცნებას, ამ რეფორმის ფარგლებშიც ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც კონსტიტუციის ფარგლებში ხედავს ქვეყნის მომავალს და განვითარებას, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და სასესიო კვირის ბოლოს დაიწყება უკვე განხილვები ამ რეფორმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება. გადაწყვეტილების შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)