|
2019-06-20 19:50:11, 1211 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გზირიშვილის დედა: აგვისტოს ომის გმირების დედები ამას არ გაპატიებთ - დღეს უიარაღო ომი იყო საქართველოში
საქართველოს პარლამენტთან, სადაც რუსი დეპუტატების ქვეყანაში ვიზტს აპროტესტებენ, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ვახტან გზირიშვილის დედაც მივიდა. როგორც მარინა გზირიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, პასუხი უნდა აგოს ყველამ ვინც თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ორგანიზება გაუწია და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმო. "დღეს უიარაღო ომი იყო საქართველოში, დღეს ჩამოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩვენი ქვეყნის მტერი. რატო არ უნდათ შეიგნონ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ჩემი, ჩვენი საქართველოს მტერია. არანაირი რუსეთი, არანაირი მორიგება, არანაირი ლაპარაკი, რისთვის იომეს ჩვენმა შვილებმა, ძმებმა, მეუღლეებმა, იმისთვის შეაჩერეს რუსული ჯარი 2008 წელს, რომ ამ ზოგიერთმა ვითომ პოლიტიკოსებმა, სამშობლოს მოღალატეებმა სახლში შემოგვიყვანეს უკვე, სახლში დაგვისვეს, მე ამას არ ვაპატიებ. ეს ყოვლად დაუშვებელია. იმათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ვინც უშუალოდ მოიწვია რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში, ვინც გაუმზადა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი“, - განაცხადა მარინა გზირიშვილმა.
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)