|
2019-06-20 18:05:04, 962 ნახვა
კომენტარი
კონსტანტინიდი რუსი დეპუტატების ვიზიტზე: საგარეო უწყება სრულად იზიარებს საზოგადოების სამართლიან პროტესტს
„კატეგორიულად ვემიჯნებით ამ ფორმატში განხორციელებულ ღონისძიებას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გამართვას, რომელსაც რუსი დეპუტატები ესწრებოდნენ. როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, ღონისძიების ორგანიზებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობა არ მიუღია. „თქვენ მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც გამუდმებით აყენებს საკითხს ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ და მუშაობს ამაზე, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი და ვახდენთ რუსეთის სახის წარმოჩენას და დისკრედიტაციას, როგორც ოკუპანტი ქვეყნის. საგარეო უწყებას აღნიშნული ფორმატით აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია, უფრო მეტ დეტალებში ვერ შევალ. რა საკვირველია, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი იყო ბატონი გავრილოვის პოლიტიკური გემოვნების შესახებ, მაგრამ, ვიმეორებ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია. საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას სცილდება ადამიანის საზღვარზე გადაადგილება", - განაცხადა ვლადიმირ კონსტანტინიდმა. შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)