|
2019-06-20 16:11:29, 1018 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - კერძო-საჯარო თანამშრომლობა გვეხმარება, რომ ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური გახდეს
„კერძო - საჯარო თანამშრომლობა არის ნაწილი იმ სტრუქტურული რეფორმებისა, რომლებმაც ძალიან დადებითი შეფასება დაიმსახურა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი სტრუქტურული რეფორმები გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება ვაქციოთ ინკლუზიურად და ის ოჯახების კეთილდღეობასთან დავაკავშიროთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საჯარო - კერძო თანამშრომლობის განვითარებას შეეხებოდა. თავის გამოსვლაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს მოითხოვს. „ეს ის პროექტებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ, განვახორციელოთ. საუბარია არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალურ ინფრასტურქტურაზე, არამედ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ჩვენ მათ ყველა რეგიონში განვახორციელებთ და მათ მშენებლობაში მუნიციპალიტეტები აქტიურად არიან ჩართული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)