|
2019-06-19 13:26:13, 1444 ნახვა
კომენტარი
Human Rights Watch-ის წარმომადგენელი - თუ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფი გამოიყენებს ძალას, სახელმწიფო ვალდებულია ჩაერიოს
ორგანიზაცია Human Rights Watch-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი გიორგი გოგია ხელისუფლებას მოუწოდებს, "თბილისი პრაიდის" დროს შესაძლო ფიზიკური დაპირისპირება არ დაუშვას. გოგია აცხადებს, რომ ძალის გამოყენებაზე მონოპოლია მხოლოდ ხელისუფლებას აქვს და მას ეს უნდა ახსოვდეს. "არცერთი ის პირობა, რომელსაც აყენებენ, არ არის დასაშვები და კანონიერი. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ შევუზღუდოთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება პრაიდის ორგანიზატორებს. ორივე მხარეს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ეს გამოხატვის თავისუფლება უნდა ჯდებოდეს მშვიდობიან ჩარჩოებში თუ მეორე მხარე გამოიყენებს ძალას, არსებობს რეალური მუქარა ძალის გამოყენების, სახელმწიფო ვალდებულია, ჩაერიოს და ადეკვატური ზომები მიიღოს, რომ არ მოხდეს ძალის გამოყენება. სახელმწიფოს დამახასიათებელი ძირითადი ნიშანი ის არის, რომ მას გააჩნია მონოპოლია ძალის გამოყენებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ჯგუფის მიერ, რომელიც შეეცდება, ძალის გამოყენებას ან შეეცდება სახელმწიფოს ამ ფუნქციაში შეიჭრას, ხელისუფლების მიერ აუცილებლად უნდა იქნას აღკვეთილი", - განაცხადა გიორგი გოგიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)