|
2019-06-18 17:22:37, 1735 ნახვა
კომენტარი
ოქრუაშვილი ვასაძის განცხადებებზე - არავის აქვს უფლება თავი სახელმწიფოზე მაღლა დააყენოს
„არავის არ აქვს უფლება თავი სახელმწიფოზე მაღლა დააყენოს“, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ოქრუაშვილი აღნიშნავს, რომ ღირსების მარშთან დაკავშირებული დაპირისპირება შესაძლოა ქართული სახელმწიფოს ჩამოსაშლელად იარაღად გამოიყენონ. „არავის არ აქვს უფლება თავისი თავი სახელმწიფოზე მაღლა დააყენოს, სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელება თავის თავზე აიღოს. ვინც არ უნდა იყოს, რა ჯგუფიც არ უნდა იყოს ეს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ არჩერთი ჩვენგანი, არცერთი კონკრეტული ინტერესთა ჯგუფი არ უნდა აღმოჩნდეს უნებლიედ გამოყენებული იარაღი ვინმეს ხელში. ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან მარტივად დავინახეთ, რომ შესაძლოა, სახელმწიფო ჩამოგვეშალოს. ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესთა ჯგუფების თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფების ჭიდილის შედეგად. კონსტიტუცია და კანონები არის ნომერ პირველი ამოსავალი წერტილი თითოეული ჩვენგანის ქცევისა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)