|
2019-06-18 16:33:26, 1205 ნახვა
რეგიონი
გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარაში 5,722 მილიონიან პროექტს დააფინანსებს
დღეს ბათუმის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (KFW) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში KFW-ს მიერ 5,722 მილიონი ევროს გამოყოფა იგეგმება საჯარო ბაღებზე სხვადასხვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განსათავსებლად. ხელმოწერის ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სადემონსტრაციო პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმი იქნება პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც დანერგავს ენერგოეფექტურობის ევროპულ სტანდარტებს საბავშვო ბაღებში. ,,კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს მოვაწერეთ ხელი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ბაღების მშენებლობა განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაცვით. ძალიან მახარებს, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქალაქი და რეგიონი ზოგადად ენერგო ეფექტურობის ღონისძიებების გატარების კუთხით"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ხელშეკრულებას ხელი ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და - KFW-ს სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა კლაუს ვეიგელმა მოაწერეს. პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ხორციელდება და ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზეა. მისი ერთ-ერთ მიზანი, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებასთან ერთად, ენერგოეფექტური მასალების მიმართულებით ქართული ბაზრის განვითარებაა. სადემონსტრაციო პროექტი ფინანსდება საგრანტო ფონდებით, რასაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. დაფინანსება სამომავლოდ 1.8 მილიონი ევროს ოდენობით გაიზრდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)