|
2019-06-18 14:44:54, 1925 ნახვა
კომენტარი
„ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება“ - ლევან ვასაძე ვერის ბაღში თანამოაზრეებს შეხვდა
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვერის ბაღში მხარდამჭერებს შეხვდა. ვასაძის ინფორმაციით, მისი ფიზიკური განადგურება იგეგმება. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ აღნიშნული ფაქტის განხორციელების შემთხვევაში, მათ ხელისუფლება არ დაადანაშაულონ. "მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება, თუმცა წინასწარ ვაცხადებ, თუ ეს მოხდება, ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. იგეგმება იმისთვის, რომ დაბრალდეს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს და აირიოს ქვეყანა. გუშინდელიდან გადავედით მშვიდ რეჟიმში, მაგრამ ლელო ბოლომდე არ გაგვიტანია. სახელმწიფომ ჩვენ მიმართ დადებითი ნაბიჯი გადმოდგა. ბოლომდე ვერ ვენდობით და მზაობაში ვართ. არ იქნება ხელისუფლების ბრალი, ეს იქნება პროვოკაცია ხელისუფლების წინააღმდეგ. ვაგრძელებთ მშვიდობიან თვითორგანიზებას", - განაცხადა ვასაძემ. ამასთან, მისივე განმარტებით, "თბილისი პრადის" ორგანიზატორებს ღონისძიების გამართვის საშუალებას არ მისცემენ. "სახალხო სიებში ხალხის ჩაწერა გრძელდება. რეგიონებიდანაც აპირებს ჩამოსვლას ხალხი. ვაგრძელებთ სახალხო დონეზე მშვიდ ორგანიზებას. თუ გამჩენი არ მოასვენებთ და არ გაითვალისწინებენ შსს-ს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ არ დაიცავს, ჩვენ მშვიდად, ცემა-ტყეპის გარეშე, მივალთ, მოვკიდებთ ხელს და იქიდან გამოვიყვანთ. მოდუნების და დაშლის უფლება მაინც არ გვაქვს. ჩვენ ვდგავართ ერთად, რომ დავიცვათ წესრიგი. უზარმაზარი საერთაშორისო, ჭრელი გველეშაპი გესლისა და ბოღმის შხამად ინთხევა და ვერაფერს ვერ გვიშვება", - მიმართა მან მხარდამჭერებს.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)