|
2019-06-17 16:35:21, 1146 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი საკადრო ცვლილებებზე - ასეთი ჭორები არასტაბილურობის განცდის შექმნას ემსახურება
„ასეთი ჭორები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საზოგადოებას არასტაბილურობის განცდა შეუქმნას“, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერის გადადგომისა და მთავრობის მეთაურის პოსტის მის მიერ დაკავების შესახებ. მაია ცქიტიშვილმა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს გადადგომის შესახებ არსებული ინფორმაციაც უარყო და დაადასტურა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. "ასეთი მუდმივი ჭორები, ასეთი მუდმივი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ნებისმიერ კონტექსტში, ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მოსახლეობას შეუქმნას არასტაბილურობის განცდა და ეს არ ეყრდნობა არანაირ ინფორმაციას, ეს არის მხოლოდ ჭორი. ზოგჯერ, პოლიტიკურად შესაძლო მოტივირებული, ზოგჯერ სხვა მიზეზების გამო. ამ ეტაპზე, ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არავითარ ცვლილებებზე საუბარი არ არის და ასეთი თემის აწევა არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)