|
2019-06-17 14:15:47, 1284 ნახვა
კომენტარი
კარპენტერი: რუსეთს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მხარდაჭერის გამოცდილება აქვს და საქართველოშიც იგივეს აკეთებს
"ლგბტ საკითხები არის ის თემა, რომლითაც რუსეთს მანიპულირება მოსწონს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა საქართველოში ბოლო დროს ლგბტ თემთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კომენტირებისას განაცხადა. კარპენტერი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპულ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებს მხარს უჭერს და ეს კრემლის ტაქტიკაა. "ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ნათელი მოეფინოს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ამ რეგიონში. სწორედ ეს არის ის ხერხი, რომლითაც რუსეთი ცდილობს პოლიტიკური გავლენის მოპოვებას საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ. ამ მხრივ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს შესაძლებლობა ხაზი გავუსვათ იმ ტაქტიკას, რომლითაც რუსეთი და სხვა ქვეყნები ცდილობენ საქართველოში ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინონ და როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ამას საქართველომ. საქართველოს მოსახლეობას არ სურს რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ინტეგრირება, ამიტომ რუსეთი პოულობს პრობლემებს, აღვივებს მათ საზოგადოების დაყოფის მიზნით. ლგბტ საკითხები არის ის თემა, რომლითაც რუსეთს მანიპულირება მოსწონს. ეს პრობლემა უდაოდ შექმნილია იმისთვის, რომ სხვა საკითხებთან ყურადღების გადატან მოხდეს. რუსეთს აქვს ევროპულ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მხარდაჭერის გამოცდილება და ის იგივეს აკეთებს საქართველოში", - განაცხადა
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)