|
2019-06-15 11:24:00, 1755 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: აშშ-ს საქართველოსთან აქვს ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა, უფრო კარგი, ვიდრე ოდესმე
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა შეერთებულ შტატებში სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტები შეაჯამა. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. "ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან აქვს ძალიან მჭიდრო და კარგი ურთიერთობა, უფრო კარგი, ვიდრე ოდესმე . ეს გამოიხატება კონკრეტულ და ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებებში, როგორებიც არის: მაგალითისთვის, თავდაცვის სფეროში უპრეცენდეტო თანამშრომლობა; საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელსაც კონგრესის საგარეო საქმეთ კომიტეტმა ახლახან უყარა კენჭი და გადავიდა შემდეგ ეტაპზე. არასოდეს ყოფილა აქმდე რომ აშშ-ს ცაკლე მდგომი კანონი მიეღოთ საქართველოს შესახებ. ჩვენ ამას გეუბნებით ფაქტებით, რომ ჩვენი თანამშრომლობა აშშ-სთან არასოდეს ყოფილა ასე კარგი", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა. მისივე თქმით, ერთი კვირის წინ საპარლამენტო დელეგაცია საკმაოდ დიდი შემადგენლობით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. "ამდენად, ზუსტად ვიცი, რომ იმ რეფორმებს, რომელბსაც ჩვენ ვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით, აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ყველა მიმართულებით: ფინანსური, ტექნიკური, ექსპერტული თუ პოლიტიკური. ჩვენ გვეუბნებიან: სწორ გზას ადგახართ, სწორ რეფორმებს ახორცილებთ და ჩვენ ვარ თქვენს გვერდით", განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
(NS)
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)