|
2019-06-14 15:41:37, 1763 ნახვა
კომენტარი
ბესელია კარასინზე: მსგავსი პროვოკაციული განცხადებების დროს ხელისუფლებამ მეტი სიმტკიცე უნდა აჩვენოს
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას მორიგ პროვოკაციად აფასებს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი განცხადებების დროს ხელისუფლებამ მეტი სიმტკიცე უნდა აჩვენოს. „ეს იყო ძალიან პროვოკაციული განცხადება, რომელიც ჩვენ არ მოგვისმენია პირველად და ალბათ, არც ბოლო არ არის და რაღაცნაირად ემთხვევა ხოლმე პოლიტიკურ პროცესებს და მის კვალდაკვალ ხდება მსგავსი განცხადებების გაკეთება ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან. ასეთ დროს, როდესაც აქტიურდება მსგავსი პროვოკაციული განცხადებები, საჭირო არის მეტი სიმტკიცე და მეტი სიმყარე აჩვენოს ხელისუფლებამ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში არის ძალიან მყარი პოზიცია და არც ანაკლიის თემა, არც მართლმსაჯულების თემა, არც საარჩევნო სისტემა და გარემო, არ არის მეორეხარისხოვანი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი არ მოსწონს:"ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)