|
2019-06-14 13:22:29, 1831 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი: რუსეთი საქართველოს ხელისუფლების დახმარებით, ანაკლიის პროექტის ჩაშლას ცდილობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ცდილობს და ამაში მას საქართველოს ხელისუფლება ეხმარება. დეპუტატის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის გუშინდელი განცხადებების შემდეგ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აბაშიძე-კარასინის ფორმატი აღარ უნდა გაგრძელდეს. „რუსეთი, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით სწორედ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ცდილობს , ეს მათ სტრატეგიულ ინტერესებში შედის. კარასინმა, ფაქტობრივად, თითი დაუქნია, კიდევ ერთხელ, ჩვენს ქვეყანას. ეს არის მათთვის წითელი ხაზი, ისევე, როგორც ნატოში გაწევრიანება. ჩემთვის გაუგებარია, საქართველოს ხელისუფლება თუ ამ ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს იცავს, როგორ შეიძლება ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდეს კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს და ისევ საუბრობდეს რუსეთთან დათმობის პოლიტიკაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი არ მოსწონს:"ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)