|
2019-06-12 18:49:27, 1323 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი: ამერიკა დაინტერესებულია, რომ საქართველო გახდეს რეგიონის ჰაბი
"ამერიკისა და საქართველოს მთავრობა იზიარებენ პოზიციას, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. სწორედ ამიტომ მოხდა ამის განსაზღვრა, რადგან ჩვენ გვაქვს თანხვედრა - შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას - რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და სარგებელი მოიტანოს საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის“, - ეს განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსამა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია შემოვა საქართველოში, ისინი მიესალმებიან იმ გარემოსა, ეკონომიკურ ვითარებას, და საგადასახადო თვალსაზრისით არსებულ პირობებს, რომელიც საქართველოშია. "ამერიკისა და საქართველოს მთავრობა იზიარებენ იმ პოზიციას, რომ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ეს პორტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის. სწორედ ამიტომ მოხდა ამის განსაზღვრა, რადგან ჩვენ გვაქვს თანხვედრა - შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას - რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და სარგებელი მოიტანოს საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის. პრემიერმინისტრი ვაშინგტონში ვიზიტამდე იმყოფებოდა რამდენიმე ქალაქში - სან-ფრანცისკო, სიეტლ, მიემგზავრება დალასში და ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლობა და ინვესტორთა მნიშვნელოვანი ნაწილია კონცენტრირებული. ისინი მიესალმებიან იმ გარემოსა, ეკონომიკურ ვითარებას, და საგადასახადო თვალსაზრისით არსებულ პირობებს, რომელიც საქართველოშია. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ამერიკული ინვესტიცია შემოვა საქართველოში და ამერიკელი ბიზნესმენები და ამერიკელი მეწარმეები შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ყველას კარგად ესმის, რომ რეგიონში საქართველო წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც არასდროს არ გაუცრუებია იმედები და შესაბამისად, ბიზნესიც იქნება კეთილგანწყობილი ამ პარტნიორობიდან გამომდინარე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)