|
2019-06-10 12:22:55, 1495 ნახვა
რეგიონი
დავითაშვილი: ხორბლის სელექციისა და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს
მარნეულის მუნიციპალიტეტში, შპს „ლომთაგორას“ ორგანიზებით, ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა. „ლომთაგორა“ 2013 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. აშენდა მარცვლეულის შესანახი საწყობი, დამონტაჟდა მარცვლეულის საშრობი. საწარმო წელიწადში 2000 ტონა მარცვლეულს ინახავს. კომპანიაში 20 ადამიანია დასაქმებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მეხორბლე ფერმერებთან და მეწარმეებთან ერთად, „ლომთაგორას“ სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა. ღია კარის დღეების ფარგლებში, ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის ისეთი ენდემური ჯიშები, როგორებიცაა: ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, მახა, დიკა, დოლის პური, შავფხა და ტრიტიკალე„ ჰელტოპი” რაფსი. „ბოლო წლებში სახელწმიფომ სისტემური მიდგომა დაიწყო მარცვლოვანი კულტურების განვითარების, განსაკუთრებით კი ხორბლის განვითარების მიმართულებით, რაც უკავშირდება სათესლე მასალის სწორად შერჩევას. ეს დიდ სამეცნიერო სამუშაოებს მოიცავს და აქ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი და ფერმერების აქტიური ჩართულობა. ღია კარის დღეებს, ე.წ., „მინდვრის დღეებს“ ყოველ წელს ვმართავთ. ჩვენი გვინდა ადგილობრივ ფერმერებს ერთობლივი მუშაობით შევარჩიოთ სწორი სათესლე მასალა, რაც კომერციული წარმოების პირობებში უფრო პროდუქტიულ და უფრო მაღალ შედეგებს მოგვცემს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ საკანონმდებლო ბაზა შექმნა, რომელიც სავალდებულო წესით ხორბლის სათესლე მასალის სერტიფიცირებას ითვალისწინებს. ქართული ენდემური ჯიშები განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს სელექციონერებისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს არის უნიკალური გენოფონდი რომელსაც აღიარება და დაცვა სჭირდება. „მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ ქართული ხორბლის კულტურა წარადგინა. ხორბალი ჩვენი ერის ფორმირების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ სელექციის და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ღია კარის დღეების ფარგლებში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ახალი ტექნოლოგიებით გამოყვანილი ხორბლის თესლის წარმოებაზე იმსჯელეს, რომელიც შუა აზიისა და ევროპის ქვეყნებში უკვე გამოიყენება. დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრას, ფერმერებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)