|
2015-07-01 13:23:26, 853 ნახვა
სამართალი
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 79 დევნილის საქმე პროკურატურას გადაუგზავნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 79 დევნილის საქმე შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნა. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, დევნილთა სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით სამინისტროში მოქმედმა კომისიამ განიხილა იმ დევნილთა შემთხვევები, რომლებმაც გაყალბების გზით მიიღეს დევნილის სტატუსი და ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან დაკანონებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან აღებული აქვთ ფულადი კომპენსაცია - ასეთი სულ 23 ოჯახია. ამ ოჯახებს, სამინისტროს კომისიის გადაწყვეტილებით, ოჯახის წევრებთან ერთად , ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი. ოჯახის წევრებმა კი კომისიასთან გასაუბრების შედეგად აღიარეს, რომ არ იყვნენ დევნილები, გაყალბებული ჰქონდათ დევნილის სტატუსი და ითხოვდნენ, მათზე ამოქმედებულიყო 2013 წლის 30 დეკემბრის ამინისტია. „კომისიამ განიხილ არ.ქ.-ს საქმე, რომელმაც 2004 წელსა.კ.-ს სახელით აიღო აფხაზეთიდან დევნილის სტატუსი და თბილისში, ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში დაირეგისტრირა საცხოვრებელი ფართი, რომელიც 2012 წლის 11 სექტემბერს საკუთრებაში გადაეცა, რასაც საჯარო რეესტრის ამონაწერიც ადასტურებს. 2015 წლის მარტში კი ვინმ ერ. ქ.-მ მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვაა. კ.-ს სახელზე დარეგისტრირებული საკუთრების მის სახელზე გადაფორმება იმ მოტივით, რომ ა. კ. და რ.ქ. ერთი და იგივე პიროვნება იყო. კომისიამ ასევე იმსჯელა ერთ შემთხვევაში იმ დევნილთა შესახებ, რომლებმაც მიიღეს კომპენსაცია და პარალელურად, საცხოვრებელი ფართი დაუკანონდათ. მეორე შემთხვევაში კი დაკანონებული და კომპენსირებულია 48 ოჯახი, თუმცა, ბინა და კომპენსაცია ოჯახის სხვადასხვა წევრზეა გაცემული. აფხაზეთიდან დევნილი ჯ.მ. -ს დევნილის სტატუსი 1996 წლის 21 აპრილს მიენიჭა. ის სასტუმრო ,,ივერიადანაა“ გამოსახლებული და მიღებული აქვს კომპენსაცია - 7000 (შვიდიათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში. ამჟამად, ჯ.მ. ოჯახთან ერთად დევნილად რეგისტრირებულია ქ. თბილისში და მას საცხოვრებელი ფართი 2012 წლის 31 ოქტომბერს საკუთრებაში გადაეცა, რასაც საჯარო რეესტრის ამონაწერიც ადასტურებს. აღმოჩნდა, რომ ამ პიროვნებას, ერთ შემთხვევაში მიღებული აქვს კომპენსაცია სასტუმრო ,,ივერიადან“, ხოლო მეორე შემთხვევაში, დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე ინფორმაციით, სარეგისტრაციო კომისიამ მიიჩნია, რომ შესაძლოა, აღნიშნული შემთხვევები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ამიტომ ეს საქმეები მოკვლევისთვის საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნა. „გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემოსვანეთის სამხარეო სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და აუდიტის დეპარტამნეტთან აქტიური ურთიერთანამშრომლობის შედეგად, დააკავა მოქალაქე რამაზ არონია. მოქალაქე რამაზ არონია, რომელიც თავადაც აფხაზეთიდან დევნილია, თაღლითური გზით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში სახლის შეძენის პროცესში დახმარების აღმოჩენის მიზნით მოქალაქე ლ.ქ.-ს 2 000 ლარს სძალავდა. დევნილთა და განსახლების სამინისტრო მიმართავს იძულებით გადაადგილებულ პირებს-დევნილებს, რომ არ წამოეგონ მსგავს თაღლითურ დაპირებებს და აფრთხილებს, რომ მხოლოდ დევნილთა და განსახლების სამინისტროში მოქმედი კომისიაა უფლებამოსილი ორგანო, რომელიც კრიტერიუმების შესაბამისად ანაწილებს საცხოვრებელ ფართებს. კომისიის მუშაობაში, გარდა სამინისტროს თანამშრომლებისა ჩართულნი არიან ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ღიაა მედიისთვისაც“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)