|
2019-06-07 16:43:25, 1366 ნახვა
კომენტარი
აბესაძე: თუ სახელმწიფო ინსპექტორი პარტიული იქნება, ეს ხელისუფლებას ადამიანის პირადი ცხოვრებით ვაჭრობაში შეუწყობს ხელს
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე თავისი გავლენის ქვეშ მყოფი პირის დანიშვნა სურს და ამას კანდიდატების შერჩევის პროცედურის დარღვევა ადასტურებს. დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვა უნდა უზრუნველყოს და აღნიშნავს, რომ თუ ის პარტიულად მიკერძოებული იქნება, მმართველ გუნდს სხვადასხვა პირის შანტაჟის შესაძლებლობა მიეცემა. "სახელმწიფო ინსპექტორის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევის პროცედურის მიკერძოებულად და დარღვევებით წარმართვა პირდაპირ ადასტურებს, რომ ხელისუფლება და პირადად გახარია, როგორც ჩანს, ეცდებიან თავიანთი გავლენის ქვეშ მყოფი პირის დანიშვნას თანამდებობაზე, რომელმაც შემდგომ უნდა აკონტროლოს ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვა ქვეყანაში, იქ, სადაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში პირადი ცხოვრების ჩანაწერები, პერსონალური მონაცემები არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების შანტაჟის საფუძველი, იქ სადაც არაერთხელ ყოფილა დასაბუთებული ეჭვი ე.წ. "უკანონო მოსმენების" და თვალთვალის განხორციელების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან და ამავდროულად სახელმწიფოს ინსპექტორმა უნდა განახორციელოს სამართალდამცავ სისტემაში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ ეს თანამდებობის პირი გახარიას გავლენის ქვეშ მყოფი იქნება, რა თქმა უნდა, არანაირ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. დაუშვებელია ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად მიკერძოებული კადრის მიღება , რაც კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს "ქართულ ოცნებას" ამოცანას, ივაჭროს ადამიანების პირადი ცხოვრებით", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)