|
2019-06-07 13:54:59, 664 ნახვა
რეგიონი
ნათია თურნავა: ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის დასახლებები ინტერნეტით დაიფარება
მთის განვითარება - ეს არის პრიორიტეტი, რომლისთვისაც არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, მათ შორის არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარე სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს იმ პრინციპით, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. „დღეს ინტერნეტიზებულია ქვეყნის 88%-ი, დარჩენილ 12%-ს დავფარავთ ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელით, თუმცა, ამ 12%-ში შემავალ ისეთ დასახლებულ პუნქტებს, სადაც მოსახლეობა 200 ადამიანზე ნაკლებია და სადაც ტექნიკურად ვერ ხერხდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანა, ვახორციელებთ სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელიც უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს" - აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავას ინფორმაციით, დაგეგმილია და ორ ეტაპად განხორციელდება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, ხოლო მეორე ეტაპზე - პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავის და გუდამაყრის ხეობები. მინისტრის განცხადებით, ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე). აღსანიშნავია, რომ მსგავსი სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, 2017 წელს დასრულდა თუშეთში, სადაც დღესდღეობით 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.
(NS)
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)