|
2019-06-03 18:33:07, 1419 ნახვა
რეგიონი
მოსწავლეს, რომელიც მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, გარყვნილი საუბარი ჩაწერილი ჰქონდა
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, 13 წლის მოსწავლეს, რომელიც 82 წლის მასწავლებელს სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებს, გარყვნილი საუბარი ჩაწერილი ჰქონდა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, მე-7 კლასელმა მოსწავლემ აღმზრდელთან საუბარი მას შემდეგ ჩაიწერა, რაც სკოლის ადმინისტრაციამ არ დაიჯერა, რომ ისტორიის მასწავლებელმა მოსწავლეს საკუთარი ლტოლვების შესახებ ელაპარაკა და მას სკოლის გარეთ ურთიერთობის დაწყებაც კი მოსთხოვა. მათივე ცნობით, ისტორიის მასწავლებელი გოგონას წარსულში მომხდარ საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს უყვებოდა, სადაც „კაცი აღწერდა, როგორ დაამყარა მისი ასაკის მოზარდთან ურთიერთობა“. „დაბარებული ჰყავდა, რომ ამა და ამ დღეს მოდი და მე შენ მოგიყვები რაღაცას და ის რაღაცა არავინ არ ვიცოდით რა იქნებოდა და რაზე იქნებოდა საუბარი. თავის განვლილ ცხოვრებას უყვებოდა, თუ როგორ ჰქონდა ურთიერობა, როდესაც თვითონ იყოს სკოლის დირექტორი მეშვიდე კლასელ მოსწავლესთან. როგორ ჰქონდა სექსუალური ლტოლვა მის მიმართ და აღნიშნა, რომ შენც ასე მომწონარ. ადარებდა, შენსავით მიყვარდა, შენსავით ლამაზი იყო. ფულიც აჩუქა, რომლიც ამოღებულია და პოლიციას გადავეცით“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა. თავის მხრივ, „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. „27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნული შსს-ს ინფორმაციაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)