|
2019-06-03 02:23:38, 1098 ნახვა
პოლიტიკა
რელიგიური და პოლიტიკური მოსაზრების გამო თავდასხმის ფაქტს გიგი უგულავა ეხმაურება
რელიგიური და პოლიტიკური მოსაზრების გამო ლაშა ბრეგვაძეზე თავდასხმის ფაქტს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოეხმაურა. "მართლა ყველა ერთად დაჯგუფდა, ყველა! ვინც ამ ქვეყანაში საბჭოური, 90-იანების ყველზე პრორუსული, კაგებეშნიკური, საბჭოურ ძელეცურ კონსერვატული, ყალბი და პარანორმალურია, რისი ძირი ასლან აბაშიძე იყო და სათავეში ივანიშვილია. ამიტომ როგორც ეპოქის ნიშნები პერიოდულად გაისმის აბაშიძე, ლებედი. ეს შემთხვევა ამის კონკრეტული გამოვლინებაა. მათ აღარ აქვთ არგუმენტი. სულ იქნება ცდუნება პირადი ანგარიშსწორების, რადგან ივანიშვილმა მეორეხარისხოვან მოქალქაეებად გამოგვაცხადა, მაგრამ ჩვენ, კანონმორჩილი მოქალაქეები, ფორმალურ გამოძიებას ვითხოვთ და ვაიძულებთ რომ "გასასვლელში დაპადიეზდება" (არაკაცულიც სხვათაშორის)ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ იქნება." -განაცხადა გიგი უგულავამ. სასტუმრო „რედისონის“ საცურაო აუზზე რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე კამათის შემდეგ მოქალაქე ლაშა ბრეგვაძეს თავს დაესხნენ. ევროპული საქართველოს წევრის, ნინო იმედაშვილის მეუღლეს, ლაშა ბრეგვაძეს, სასტუმრო რედისონში, საცურაო აუზზე, რელიგიური და პოლიტიკური შინაარსის კამათის შემდეგ სამი მამაკაცი თავს დაესხა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)