|
2019-06-03 00:47:03, 916 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია სისტემურ განახლებაზე: ყველაფერი კარგი რაც იყო გაკეთებული იმას ვინარჩუნებთ
,,ჩვენ ვიცით სად ვიყავით, დღეს სად ვართ და რა მიზანი გვაქვს, ამიტომ დავარქვით ჩვენ ამას სისტემური განახლება’’- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. ,,ყველაფერი კარგი რაც იყო გაკეთებული იმას ვინარჩუნებთ, მაგრამ ჩვენი რეფორმები ორიენტირებულია იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ რომ ეფექტური, პოლიტიკურად ნეიტრალური, პოლიცია არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და რა თქმა უნდა ვამბობთ, რომ ვერანაირ მიღწევა კრიმინალთან ბრძოლაში ვერ იქნება დაფასებული და გამართლებული თუ ადამიანის ღირსება და თავისუფლება ვერ შევინარჩუნეთ. ეს არ არის რაღაც ხმამაღალი სიტყვები, ეს არის, ის მიდგომა რითიც ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო ავამაღლოთ ნდობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის. ‘’- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)