|
2019-06-02 14:46:31, 1016 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ყველაფერი კარგად არის
საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა; ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, ყველაფერი კარგად არის; ყველაფერი კარგად არ არის, ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი, მაგრამ შედეგი სახეზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ნიკორწმინდაში, იტალიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ განცხადებას არ გაცნობია, თუმცა მნიშვნელოვანი კომუნიკაცია აქვს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ბევრი უცხოური კომპანია მოღვაწეობს. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათგან მივიღოთ უკუკავშირი. რაც შეეხება გადაწყვეტეილებების მიღების სისწრაფეს, ამაზე მე პარლამენტშიც ვისაუბრე. ის, რომ ბევრი მიმართულებით ჩვენ ეს საკითხი დასახვეწი გვაქვს, იყო მიზეზი, საკადრო გადაადგილებების მიზეზი, მათ შორის შარშან და წელსაც. მოგეხსენებათ, წელს არის ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ყველა მუნიციპალიტეტი, ისე ყველა ცენტრალური უწყება ბიუჯეტის პარამეტრებს წინსწრებით ასრულებს, იმის მიუხედავად, რომ წელს ბიუჯეტში ისტორიულად მაქსიმალური რესურსი გვაქვს. ვფიქრობ, ის პრობლემები, რაც არსებობდა, დღეს რეალურად დაძლეულია, თუმცა კიდევ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი, მათ შორის გასამარტივებელი გვაქვს პროცედურები. ვფიქრობ, აქ ძირითადად უნდა დავეყრდნოთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების შეფასებებს და იცით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)