|
2019-06-01 17:30:40, 1296 ნახვა
პოლიტიკა
შავგულიძე: „ოცნება“ და „კლანი“ ჩქარობს, რომ უზენაესი სასამართლო მართვადი მოსამართლეებით დააკომპლექტოს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მასთან კორუფციულ გარიგებაში მყოფი ე.წ. მოსამართლე წევრთა „კლანი“ ჩქარობენ, რომ სწრაფად დააკომლექტონ კონტროლირებადი მოსამართლეებით უზენაესი სასამართლო“, - ამის შესახებ ბლოკის „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიგინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს ნაწილობრივ დაკომპლექტებას შეეხებოდა. „იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყურად არ იღო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშრებით, რომ იუსტიციის ამ საბჭოს, რომლის მიმართაც საზოგადოებას აქვს მეტად დაბალი ხარისხის ნდობა და ამ მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობას სრულად არ დაეკომპლექტებინა უზენაესი სასამართლო. ამ რეკომენდაციის საწინაღმდეგოდ იუსტიციის საბჭომ გამოაცხადა კონკურსი უზენაესი სასამართლოს ყველა - 20 ვაკანსიაზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მასთან კორუფციულ გარიგებაში მყოფი ე.წ. მოსამართლე წევრთა კლანი იუსტიციის საბჭოში გაბატონებული, ჩქარობენ, რომ რაც შეიძლება, სწრაფად სრულად დააკომლექტონ „ქართული ოცნებისგან“ მართვადი და კონტროლირებადი მოსამართლეებით უზენაესი სასამართლო“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)