|
2019-06-01 15:00:51, 1317 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სანამ პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატთა სია არ წარედგინება, ნაადრევია საუბარი, თუ ვის დავუჭერთ მხარს
„ვიდრე პარლამენეტს არ წარედგინება საბჭოს უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატურების სია და არ ჩავატარებთ გასაუბრებებს, მანამდე ბუნებრივია, ნაადრევია საუბარი, თუ ვის დაუჭერს პარლამენტი მხარს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტის იმ კითხვას გამოეხმაურა, დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კანდიდატურას მხარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოზიციაზე. „ჩვენი მხრიდან ნაადრევია რაიმე კომენტარის გაკეთება. შესაბამისი ადამიანების გადასაწყვეტი იყო, მიიღებდნენ თუ არა ისინი კონკურსში მონაწილეობას, სწორედ ერთ-ერთი რეკომენდაციის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ პროცესი ყოფილიყო გახსნილი და ყველას მისცემოდა მონაწილეობის საშუალება. ზუსტად ეს უზრუნველყო საქართველოს პარლამენტმა მიღებული კანონით. შესაბამისად, 144-მა ადამიანმა გადაწყვიტა ამ შერჩევაში მონაწილეობა. ახლა ჯერი არის საბჭოზე; საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩევს თუ არა კონკრეტულ სახელებს და გვარებს ამ პოზიციებისთვის და საბოლოოდ, გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი. ვიდრე არ გაივლის ყველა ეტაპს ეს პროცედურა და არ წარედგინება პარლამენტს საბჭოსგან კანდიდატურები, ვიდრე ჩვენ არ ჩავატარებთ გასაუბრებებს, მანამდე ბუნებრივია, ნაადრევია საუბარი, თუ ვის დაუჭერს პარლამენტი მხარს“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)