|
2019-05-31 19:39:43, 1953 ნახვა
კომენტარი
ბოკერია: შსს „თბილისი პრაიდის“ უსაფრთხოებას არა „ვერ“, არამედ „არ“ უზრუნველყოფს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ადგილებზე ღონისძიებების ჩატარება, უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, უწყება ღონისძიებების მონაწილეებს არა „ვერ“, არამედ „არ“ დაიცავს, რადგან მისივე თქმით, ჯგუფები, რომლებიც პრაიდის ჩაშლით იმუქრებიან, ხელისუფლებასთან არიან შეკრული. „ჩვენ ბოლო 6 წლის განმავლობაში გვაქვს ვითარება, როდესაც პრორუსული, პროპუტინური ჯგუფები, რომლებიც არიან მთავრობის მოკავშირეები ყველა არჩევნებზე, დაუსჯელად სჩადიან ძალადობას ყველანაირი უმცირესობების წინააღმდეგ. ბუნებრივია, რომ ეს აბსოლუტურად არანორმალური კლიმატია. შსს დღეს აცხადებს, რომ ამ ხალხს "ვერ", ანუ არ დასჯის და ჩვენ ვიხილეთ, როგორ გამოიყენეს ეს ხალხი ბასიანთან დაკავშირებით პროტესტის დროს. ეს ხალხი მოვიდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებსაც და ამ ხალხის ძალადობით და აგრესიით პროტესტის ორგანიზატორებს ემუქრებოდნენ. ეს არის ძალიან სამარცხვინო და სახიფათო ვითარება ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)