|
2019-05-31 18:20:26, 1566 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრივატიზაცია გეგმაში არასდროს გვქონია
„გვინდოდა ხელშეწყობა. თუ ეს მათ ძაბავთ, განკარგონ ისე, როგორც უნდათ“, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტს. სერგეენკოს განცხადებით, ამ საავადმყოფოს პრივატიზება გეგმაში არასდროს ყოფილა. "ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების და ექთნების მშვენიერი გუნდი მუშაობს, რომლებიც ძველ ინფრასტრუქტურაში მუშაობენ. აჭარის მთავრობამ მათ გამოუნახა თანხები და იქვე, იმ ტერიტორიაზე, ახლოში ახალი ინფრასტრუქტურა აუშენა. ანუ, ეს ადამიანები ძველი შენობიდან ახალში უნდა გადავიდნენ და განაგრძონ მუშაობა, ესაა მოცემულობა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ და საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სანიმუშო კლინიკა შევქმნათ, ვამუშავებთ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც დროებით ქსელურ მართვაში ჩავრთავთ ამ კლინიკებს, რომ არაპირდაპირი ხარჯები შევამციროთ, ისევე როგორც დონორებთან და ბიუჯეტთან გამოვნახოთ საშუალება, რომ აღჭურვაშიც შეუწყონ ხელი. მიუხედავად ამისა, ჩამოყალიბდა საერთოდ გაუგებარი სიტუაცია, როდესაც თანამშრომლების ნაწილი შიმშილობს, მოითხოვს დაუყოვნებლივ 10 მილიონის ჩარიცხვას და აღჭურვას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს. ახლავე მინდა ვთქვა, რომ თუკი ჩვენი მიდგომა მათ ძაბავს და აღიზიანებს, საერთოდ არ მივიღებთ ამ პროექტში მონაწილეობას. ჩვენ ჩვენი უამრავი საქმე გვაქვს და განკარგონ და განავითარონ ეს კლინიკა ისე, როგორც ჩათვლიან საჭიროდ. ჩვენ არანაირი გეგმები არ გვაქვს, არც გვქონია პრივატიზაციაზე, გვინდოდა ხელშეწყობა. თუ ეს მათ ძაბავთ, განკარგონ ისე, როგორც უნდათ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)